logo
ENG



"ნახევრად ირონიულად ვთქვი" - ღარიბაშვილი სააკაშვილისთვის მუხლების კიდევ დამატებაზე

11 ოქტ 202114:34
3 წუთის საკითხავი
 
2021/10/11/lr0ipcouoecxq29.jpg

ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა მიხეილ სააკაშვილზე საკუთარი განცხადება, რომ თუ ექსპრეზიდენტი "ჭკვიანად არ მოიქცეოდა, მუხლებს დაუმატებდა". 

ღარიბაშვილის თქმით, მან ეს ნახევრად ირონიულად თქვა, იმაზე საპასუხოდ, რომ სააკაშვილი გადატრიალების მსგავსს მოწოდებებს აკეთებდა.

"მე ჩემს პოლიტიკურ შეფასებას ვაკეთებდი. მეორე, მე არ მითქვამს, რომ თუ წესიერად არ მოიქცეოდა... მე ვიგულისხმე იმ შემთხვევაში, თუ, რა თქმა უნდა.. იქ ჟურნალისტი მეკითხებოდა, რომ სააკაშვილი ყველას მოუწოდებს... რაღაც...

მე იქ წავიკითხე, დაუმორჩილებლობა და გადატრიალების მსგავსი რაღაც მოწოდება ჰქონდა გაკეთებული პატიმარ სააკაშვილს და მხოლოდ ამაზე საპასუხოდ, ნახევრად ირონიულად, მე ვუპასუხე, რომ დღეს ყველამ კარგად იცის, დამწყებმმა ირუისტმა კარგად იცის, რომ თუ პატიმარი ახალ დანაშაულს ჩაიდენს მათ შორის საპატიმროში, ბუნებრივია კანონი ითვალისწინებს ამას, რომ სხვა მუხლები და სხვა სასჯელი დაემატება, ეს ისე განმარტებისთვის.

რა თქმა უნდა, ამას მე არ ვწყვეტ, პრემიერმინისტრი, სააკაშვილს დააკავებენ თუ არ დააკავებენ, სააკაშვილი არის მსჯავრდებული". - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა

სააკაშვილი მე-11 დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილმა პირველ ოქტომბერს გაავრცელა ვიდეო და თქვა, რომ საქართველოშია, უფრო კონკრეტულად კი - ბათუმში. იმავე საღამოს ის თბილისში, სანზონაში დააკავეს. 

3 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ "სააკაშვილის გამომშვები არავინაა" და რომ "თუ ჭკვიანად არ მოიქცევა, დაუმატებენ მუხლებს და სხვებსაც მიაყოლებენ". 


close დახურვა